პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წელს ინფრასტრუქტურული განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება.
“2018 წელს ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ქვეყანას შეემატა ათეულობით კილომეტრი თანამედროვე გზა, ხიდები, გვირაბები, საერთაშორისო სტანდარტის საბაგიროები, აშენდა ბაღები და სკოლები. რა თქმა უნდა, 2019 წელს ინფრასტრუქტურული განვითარება დარჩება პრიორიტეტულ მიმართულებად და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ჩვენ ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს გავხსნით“, – განაცხადა ბახტაძემ.
ბრიფინგი
Posted by მამუკა ბახტაძე Mamuka Bakhtadze on ხუთშაბათი, 27 დეკემბერი, 2018