გორის მერი 200 გორელს ახალ წელს წერილობით მიულოცავს

1385

წინა სტატია

გორში მცხოვრები 200 მოქალაქე საახალწლოდ მისალოც ბარათებს მიიღებს. ბარათებს ხელს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მოაწერს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტი ავრცელებს.

ამასთან, გორის მერის სახელით, მისალოც ბარათს 50 უცხოელსაც გადასსცემენ. კონსტანტინე თავზარაშვილმა ამ აქციის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 500 ლარი დახარჯა.

ამასთან, როგორც გორის კულტურის განყოფილების უფროსმა რამაზ შიოშვილმა განაცხადა, გორის მერია სულ მცირე 2 500 ბავშვს საახალწლო საჩუქარს გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ საახალწლო განათებების შესაძენად გორის მერიამ 30 000 ლარი გამოყო. ხოლო, საახალწლო კონცერტზე მიწვეული მომღერლებისთვის მერიას 7 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.