ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი შემცირდა

1593

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებში ბუნებრივი აირის ტარიფი მცირდა. ახალი ტარიფები 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში და “ყაზტრანსგაზ თბილისის”, “სოკარ ჯორჯია გაზისა” და “საქორგაზის” მილიონამდე აბონენტს შეეხება

ცნობისთვის, ამჟამად ბუნებრივ აირზე თბილისში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფი 46.153 თეთრია. აქედან გამომდინარე, ახალი გადაწყვეტილებით, დედაქალაქში სამომხმარებლო ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 46.139 თეთრი იქნება.

ხოლო, იმ რეგიონებში, სადაც “სოკარ ჯორჯია გაზი” ოპერირებს, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით მცირდება. “სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტებისთვის ამჟამად მოქმედი ტარიფი 56.940 თეთრია. შესაბამისად, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, 1 კუბურ მეტრზე ახალი სამომხმარებლო ტარიფი 56.929 თეთრი იქნება.

რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც “საქორგაზი” ოპერირებს, იქ ტარიფი 0.012 თეთრით შემცირდა. “საქორგაზის” აბონენტებისთვის ამჟამად მოქმედი ტარიფი 57.011 თეთრია, ხოლო 1-ელი იანვრიდან მათთვის ახალი ტარიფი 56.999 თეთრის ოდენობით ამოქმედდება.