ქუთაისის მერიამ ტროტუარებისა და გზის ორმოულების შესაკეთებლად 700 000 ლარი გამოყო, რისთვისაც ორი ტენდერი უკვე გამოაცხადა.
პირველი ტენდერის პირობებით, ქუჩების სავალი ნაწილისა და ტროტუარების ორმოული შეკეთებისათვის 600 ათასი ლარია განსაზღვრული და გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეასრულებს.
გრანიტის ფილების საფარით დაზიანებული ადგილების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით კი მერია მეორე ელექტრონულ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია სამუშაოების მომავალი ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს, რისთვისაც 100 ათას ლარს მიიღებს.
ტენდერები 19 დეკემბერს გამოცხადდა, განაცხადების მიღება კი იანვრის დასაწყისში დასრულდება.