ხაშურში გარემოსდაცვით საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

641

ხაშურის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო.

მერიის ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლების მიერ სპეციალურად საბავშვო ბაღების აღმზრდელთათვის მომზადებული სემინარი შემდეგ საკითხებს მოიცავდა: “ბიომრავალფეროვნება ჩვენს გარშემო“, “წყლისა და ენერგიის დაზოგვა“, “ნარჩენების მართვა.“

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, საბავშვო ბაღებს გადაეცათ სახელმძღვანელო – “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“, რომლის მიზანიც პატარებში ბუნებრივი გარემოსა და ცოცხალი ორგანიზმების მიმართ ინტერესის გაღვივებაა.

“კრებული დაეხმარება სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელებს გარემოს შეცნობაში, მასთან ადაპტაციაში, ჯანსაღი და სუფთა გარემოს შენარჩუნებაში, საკუთარ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ცოცხალ ორგანიზმებზე ზრუნვასა და ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებაში“, – აცხადებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში.

შეხვედრას უძღვებოდნენ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის წარმომადგენლები; ნათია სარალიძე და მაია გოგიბერიძე.

შეხვედრის ორგანიზატორი ა(ა)იპ “ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების- საბავშვო ბაღების გაერთიანება იყო.