ტაშკენტის ქ. N25-სა და N27-ის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო.
აღნიშნულ ეზოში მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, 26 ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ჩატარდა. ასევე, ეზოში ბორდიური და 950 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი მოეწყო. ამასთან, გამგეობის ინფორმაციით, კომპანია “დი-ეჩ-ელის“ მხარდაჭერით, ეზოში სხვადასხვა სახის ხე-მცენარეებიც დარგეს.
“ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, მოსახლეობის თხოვნითა და მათი აქტიური ჩართულობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამუშაოები განვახორციელეთ. ეზოში, რომელიც მანამდე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, სამუშაოების ჩატარების შემდეგ, საკმაოდ დიდი სივრცე გამოჩნდა და გალამაზდა. რაც ყველაზე მეტად მახარებს, ეზო ადგილობრივებთან ერთად გავამწვანეთ“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.
ტაშკენტის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო
ტაშკენტის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო
Posted by საბურთალოს რაიონის გამგეობა on შაბათი, 15 დეკემბერი, 2018