გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც დეპუტატ იოსებ მაკრახიძის მეუღლის ციცინო კალანდაძის კომპანია შპს “შარა“ აწარმოებს, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 135 236 ლარს შეადგენს. მერიის ინფორმაციით, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ სარეაბილიტაციო პროექტი გოგებაშვილი ქუჩის მონაკვეთის (კახნიაშვილის ქუჩიდან 26 მაისის სანაპირომდე), საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ აუქციონის გარეშე შპს “იბოლიამ“ და შპს “შარამ“, რომელიც დეპუტატის იოსებ მაკრახიძის მეუღლეს ციცინო კალანდაძეს ეკუთვნის, გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა.