თბილისის ბაგა–ბაღების თანამშრომლები საახალწლოდ პრემიას მიიღებენ

1058

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები დეკემბრის თვის ბოლოს საახალწლო პრემიის სახით, დამატებით ხელფასის ოდენობის 80%–ს მიიღებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, ამ მიზნით 3,4 მილიონილარია გამოყოფილი.

“თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების თითოეული თანამშრომელი დეკემბრის თვის ხელფასთან ერთად დამატებით მათი შრომის ანაზღაურების 80%–ს მიიღებს, რაც საახალწლო ჯილდოს სახით გაიცემა. ამ მიზნით 3,4 მილიონი ლარი გამოიყო. შესაბამისად, 10 ათასზე მეტი თანამშრომელი საახალწლო პრემიას ხელფასთან ერთად დეკემბრის თვის ბოლოს მიიღებს“, – განაცხადა გვანცელაძემ.