თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში მიმდინარე წლის 8 – 10 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 12 სოფელში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 9250 მ. სიგრძის გზას. კერძოდ, კეთილმოეწყობა სოფელი ჟებოტა, ძებნიაურები, ლელოვანი, თეგერაანები, გორანა, თოლენჯი, სიმონიანთხევი, ჭანდრისხევი, ცალუღელაანთკარი, ნადოკრა, ბოჭორმა და ომარაულები.
“გზების რეაბილიტაცია თანამედროვე ტექნოლოგიით, გზის ჰიდრავლიკური შემკვრელის მეთოდით მიმდინარეობს, რომელიც უკვე ათეული წელია აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში და საუკეთესო გამოსავალია დაბალი ბიუჯეტის გზების მშენებლობისათვის. აღნიშნული მეთოდით დამუშავებისას გზის მზიდუნარიანობა, წყალმედეგობა და ყინვაგამძლეობა მაღალია, შესაბამისად, მოხრეშვა-მოშანდაკებისგან განსხვავებით, გაზრდილია გზის ექსპლუატაციის ვადა.
პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება, დაახლოებით, 394 000 ლარია. სამუშაოებს შპს “გელაური“ აწარმოებს”, – აცხადებენ მერიაში.