ბორჯომში საახალწლო ღონისძიებებისთვის 191 545 ლარი დაიხარჯება

668

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 31 დეკემბრის ღამეს კულტურული ღონისძიებებისთვის და საახალწლო განათებებისთვის ტენდერი 191 545 ლარზე გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს სამ ნაწილად აცხადებს.

31 დეკემბრის ღამეს გასამართი ღონისძიებებისა და გალაკონცერტისთვის, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება, მერია ტენდერს 90 255 ლარზე აცხადებს.  მანათობელი ირმების, თოვლის ბაბუებისა და ანგელოზების ფიგურების შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 16 950 ლარზე ფორმდება. გასანათებელი მოწყობილობებისა და ნაძვისხისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 340 ლარი დაიხარჯება.