კალაძე: ყველა შენიშვნას, რომელიც სწორი იქნება, ბიუჯეტის კორექტირებისას გავითვალისწინებთ

785

წინა სტატია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა შენიშვნას, რომელიც სწორი და მართებული იქნება, ბიუჯეტის კორექტირებისას გაითვალისწინებს. მისი თქმით, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში თბილისის მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული.

“ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესები; მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს იმ პროექტების განხორციელება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და მოსახლეობისთვის. ჩვენ, ყველა იმ შენიშვნას, რომელიც სწორი და მართებული იქნება, აუცილებლად გავითვალისწინებთ და შეძლებისდაგვარად განხორციელდება ცვლილებები ამ კუთხით“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 921 მილიონი ლარია, თუმცა, დედაქალაქის მერის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელებული სპეცტრანსფერებით ბიუჯეტის მოცულობა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

მერიას საკრებულოს რეკომენდაციების განხილვისა და ბიუჯეტის უკან დაბრუნებისთვის ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.