ქობულეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის 15 720 ლარი დაიხარჯება

895

ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები 15 დეკემბრიდან დაიწყება და ამ დღეს საზეიმოდ აინთება ნაძვის ხე, რომელიც ცენტრალურ მოედანზე დაიდგმება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

15-დან 31 დეკემბრის ჩათვლით კონცერტები ყოველ დღე გაიმართება. ამასთან, ღონისძიებების ფარგლებში წარმატებულ ადამიანების დააჯილდოვებენ. ხოლო, ბავშვებისთვის მოეწყობა საახალწლო წარმოდგენები ზღაპრის გმირების თანხლებით. ასევე, მოედანზე გაიმართება წინა საახალწლო ბაზრობა.

მერიის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის მიხედვით საახალწლო  ნაძვის ხისა და გარეგანათების აქსესუარების მონტაჟი-დემონტაჟი მუნიციპალიტეტს 4 500 ლარი, ხოლო ღონისძიებების ორგანიზება 11 220 ლარი დაუჯდება.