ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის ანგარიში

1790

2010 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო 2 რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების
სტრატეგია, 2013 წელს ეს სტრატეგიები განახლდა, ასევე, კიდევ 7 რეგიონისთვისათვის შემუშავდა და
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2014-21 წლების განვითარების სტრატეგიები.

2014 წელს ყველა რეგიონში მომზადდა რეგიონების განვითარების სტრატეგიების განხორციელების 3-
წლიანი სამოქმედო გეგმები (2015-2017), რომლებიც სამხარეო საკონსულტაციო საბჭოებმა მოიწონეს. ამ
გეგმებში აისახა როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კონკრეტული პროგრამები,
ასევე, მუნიციპალიტეტების მიერ ან მათთან თანამშრომლობით განსახორციელებელი ყველა ის
პროექტი, რომელსაც გააჩნია რეგიონული ან ადგილობრივი მნიშვნელობა.

„ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგია“ დამტკიცდა საქართველოს
მთავრობის 2013 წლის 17 სექტემბრის №1365 განკარგულებით. ამდენად, 2018 წლისთვის გავიდა მისი
მოქმედების 8-წლიანი ვადის ნახევარი, ამასთანავე, დასრულდა სტრატეგიის 2015-2017 წლების
სამოქმედო გეგმის განხორციელების პერიოდი.

ქვემო ქართლის რეგიონის 2014-2021 წლების განვითარების სტრატეგიის განხორციელების
მონიტორინგის მეთოდოლოგია შემუშავდა და მონიტორინგი განხორციელდა “მწვანე კავკასიას” და
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის „ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების
სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის” ექსპერტების მიერ, რომელიც მხარდაჭერილია
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, ევროკავშირისა და
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური
მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“
ფარგლებში.

იხილეთ კვლევა სრულად