თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის ყველა თემში გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. მერიის ცნობით, 810 ოჯახი ახალ წლამდე ბუნებრივი აირით ისარგებლებს.
პარალელურად გოდოგანის თემში 3 სოფლის დამაკავშირებელი გზის ნაწილი დაიგო, ხოლო დანარჩენი სამუშაოების დასრულება ერთ წელში იგეგმება. სამუშაოებისთვის 1,7 მილიონი ლარი გამოიყო. ამასთან, გზის მშენებლობა დაგეგმილია სოფელ ჭოგნარშიც.
ასევე, სოფელ ოდილაურსა და კვახჭირში წყლის დაქსელვაც დასრულდა.