ბათუმის დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია დასრულდა

2229

წინა სტატია

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია დასრულდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დრამატული თეატრის რეაბილიტაცია ფონდმა “ქართუმ” 14,5 მილიონი ლარით დააფინანსა და გარდა შენობის რესტავრაციისა, თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები, სცენის ახალი მექანიზმები და თანამედროვე სადადგმო ტექნოლოგიები, რაც დასს საშუალებას მისცემს განახორციელოს ყველაზე თამამი ექსპერიმენტები და უმასპინძლოს მსოფლიო დონის თეატრალურ დასებს. ამასთან, შესაძლებეი იქნება, რომ შენობაში არსებულ დიდი და მცირე სცენებზე პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა წარმოდგენები გაიმართოს. თეატრი 480 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირებზე. ასევე, ისტორიული შენობის უნიკალურ კედელსა და ჭერის მხატვრობას ჩაუტარდა რესტავრირება და დაუბრუნდა ავთენტურობა, ისევე, როგორც უნიკალური ჭაღს, კაპიტელებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.

“განახლებული ბათუმის თეატრი საშუალებას მოგცემთ, სრულფასოვნად და მთელი ძალით წარმოაჩინოთ ქართული ხელოვნების პოტენციალი. მე ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად სხვა მსოფლიო დასებსაც ექნებათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. ეს კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს ბათუმის, როგორც ფესტივალების ქალაქის სტატუსს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ბათუმში თეატრალური ხელოვნება სათავეს მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს.