თბილისში 2019 წელს 11 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

1814

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 2019 წელს დედაქალაქში 11 ახალ საბავშვო ბაღს ააშენებს.

“დღეს წარვადგინეთ 11 ახალი ბაღის პროექტი, რომელიც თბილისის ექვს რაიონში აშენდება. შესაბამისად თბილისს შეემატება 11 ახალი ბაღი, რის შედეგადაც დამატებით 3 ათასამდე ბავშვს მივიღებთ და 600-მდე ადამიანს დავასაქმებთ,“ – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

2019 წლის პროექტებიდან ორი ბაგა-ბაღი ისნის რაიონში, საინგილოსა და ნავთლუღის ქუჩებზე აშენდება.