თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებული სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის გაინიხილვა ხმაურით მიმდინარეობს. პროექტის პირვანდელი ვარიანტი 871 მილიონი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 10 მილიონით მეტია. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
საკრებულოს ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს. საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბიუჯეტის პროექტს “ნაჯღაბნი” უწოდა და თქვა, რომ ის “თანამდებობის პირების და ჩინოვნიკების ბიუჯეტია”.
“ის ნაჯღაბნი, რომელიც დედაქალაქის მერიამ შემოიტანა და ბიუჯეტი დაარქვა, არის უფრო მაღალი თანამდებობის პირების და ჩინოვნიკების ბიუჯეტი. 45 მილიონი ლარით მცირდება დედაქალაქის ბიუჯეტი, მიუხედავად ამისა, იზრდება შრომის ანაზღაურების მუხლი და ასევე იზრდება მომსახურეობის მუხლი. ეს გულისხმობს სარესტორნო ხარჯებს და მათი პირადი ფუფუნების საგნების მიმართულებით ბიუჯეტის ზრდას. ამ დროს მცირდება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ბიუჯეტი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პროცედურულად საკრებულომ 25 ნოემბრამდე დედაქალაქის მერიას ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებთან ერთად უნდა გადაუგზავნოს, ხოლო მერიამ 10 დეკემბრამდე ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი საკრებულოში უნდა დააბრუნოს.