ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა შვიდი თვის განმავლობაში ინტერნეტით უფასოდ ისარგებლებს. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 000 ლარია გამოყოფილი. ახმეტის მერიას შესაბამისი თხოვნით “თუშეთის განვითარების ფონდმა” ცოტა ხნის წინ მიმართა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებებს.
“თუშეთის განვითარების ფონდმა” მოგვართა თხოვნით, თუშეთის მოსახლეობის ინტერნეტით სარგებლობის საფასური დაგვეფარა იმ პერიოდის განმავლობაში, რა დროსაც თუშეთთან კავშირი წყდება და გზა იკეტება. საუბარია ოქტომბრიდან მაისის თვემდე პერიოდში. მერიამ ამაზე თანხმობა განაცხადა და 2 000 ლარი გამოყო”, – განაცხადა ქარუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თუშეთში მუდმივად 30-მდე ადამიანი ცხოვრობს.