საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრასპორტის მოძრაობა აღდგა.
შეგახსენებთ, რომ კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალული იყო.
ამასთან, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზეც აკრძალულია.