ნარმანია: კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება

739

“კახა კალაძე ჩემი მეგობარია, არჩევნებისას ის გვერდში მედგა და თუ გუნდი მას დაასახელებს მერობის კანდიდატად, მეც მხარში ამოვუდგები. დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება.

ჩემი წარმატების ხარისხი საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, მითუმეტეს, იმ უამრავი პროექტის შემდეგ, რაც გავაკეთე – ახალი ავტობუსები, აღმაშენებლის გამზირი, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, შინდისი-კრწანისის და სამება-მახათას გზა, ათზე მეტი ახალი საბავშვო ბაღი, პეკინის პროსპექტის სრული აღდგენის გეგმა და ა.შ.

რაც შეეხება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის განხილვას, კონსულტაცია ბევრ საკითხზე მიმდინარეობს. გუნდის საერთო გადაწყვეტილებით გაირკვევა, მე ვიქნები მერობის კანდიდატი თუ სხვა, ან სად გადავინაცვლებ, თუ მერობის კანდიდატი აღარ ვიქნები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ

თბილისის მერობის კანდიდატი ოფიციალურად უკვე დაასახელა “ევროპულმა საქართველომ”. დედაქალაქის მერობისთვის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია იბრძოლებს.

წყარო: იმედინიუსი