ოზურგეთში სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა

1203

ოზურგეთში სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა. სამკერვალო ფაბრიკაში  ZARA-ს, MANGO-სა და Bershka-ს პროდუქცია იკერება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ფაბრიკაში უკვე 104 ადამიანია დასაქმებული და მალე 500-მდე გაიზრდება. დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი ადგილობრივია.

პროექტი აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით განხორციელდა და კერძო სექტორის მხრიდან 3 მილიონზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო.