კახეთში ხმაურის გამზომი მოწყობილობა მხოლოდ ლაგოდეხსა და თელავს აქვს

811

წინა სტატია

კახეთის რეგიონის 8 თვითმმართველი ერთეულიდან, ხმაურის გამზომი მოწყობილობა მხოლოდ თელავისა და ლაგოდეხი მუნიციპალიტეტებს აქვს. როგორც თვითმმართველ ორგანოებში აცხადებენ, აღნიშნული მოწყობილობა უახლოეს მომავალში ექნებათ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

“ამ დროისთვის ჩვენთვის ხმაურის გადამეტების ფაქტზე არავის მიუმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწყობილობის გადმოცემის მოთხოვნით უკვე მივმართეთ”, – აცხადებენ კახეთის თვითმმართველ ორგანოებში.

შსს-ს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებს ხმაურის გამზომი 20 მოწყობილობა ეტაპობრივად გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობები აკონტროლებენ.