„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდა ცვლილებები, რომელთა თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობები გააკონტროლებენ.
კანონში შესული ცვლილებების თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებზე რეაგირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ექნებათ, რომლებიც აღნიშნული ნორმების დამრღვევებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ.
გამოცემა “სპექტრის” ცნობით, კახეთში მდებარე რვა მუნიციპალიტეტიდან ხმაურის გამზომი მოწყობილობა ჯერჯერობით არცერთ არ აქვს. ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწყობილობის გადაცემის მოთხოვნით უკვე მიმართა.
შსს-ს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებს ხმაურის გამზომ 20 მოწყობილობას ეტაპობრივად გადასცემს.