პრობლემა, რომელიც ბათუმის მერიამ დღემდე ვერ აღკვეთა. გარემოვაჭრეებს ტროტუარები უსახური ჯიხურებით აქვთ დაკავებული, სადაც გადაადგილება თითქმის შეუძლებალია. გარდა ამისა ტერიტორია ხშირ შემთხვევაში დაბინძურებულია. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერი წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებს პრობლემის მოგვარებას ჰპირდებოდა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა.
თვითმართველობამ მოვაჭრეები წერილობით რამდენჯერმე გააფრთხილა, დაჯარიმდა რამდენიმე თვითდასაქმებულიც, თუმცა ქალაქი გარევაჭრობისგან დღემდე არ გათავისუფლებულა.
ის, რომ გარევაჭრობა ქალაქისთვის ერთ -ერთ მთავარი პრობლემაა ამას აჭარის მთავრობის თავჯდომარეც ადასტურებს. თირნიკე რიჟვაძის თქმით, ეს არის კომპლექსური პრობლემა და მალე მოგვარებას საჭიროებს. რეგიონის პირველი პირი ირწმუნება, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.