თელავის ცენტრალურ მოედანზე, სადაც ცოტა ხანში “ერეკლეობისადმი” მიძღვნილი ღონისძიებები უნდა დაიწყოს, გარემოვაჭრეები აქციას მართავენ, ისინი აკრძალულ ადგილას გარევაჭრობას ითხოვენ. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩასულ მოვაჭრეებს თელავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ვაჭრობის უფლებას არ აძლევენ, თუმცა ღონისძიებების ადგილიდან მოშორებით ალტერნატიულ ფართს სთავაზობენ, რაზეც გარემოვაჭრეები არ თანხმდებიან.
როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი ამბობს, მერიამ გარევაჭრობის შესახებ შესაბამისი დადგენილება მიიღო და აკრძალვები კანონიერების ფარგლებში მოქმედებს.