ახალციხის პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა სრულდება

993

წინა სტატია

ახალციხის პირველ სკოლაში მასწავლებლების მოთხოვნა გაითვალისწინეს და სტადიონის ფართობი გაზარდეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“სტადიონი იმ ძველ ზომებში აღადგინეს, როგორც თავიდან იყო. გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა განათლების სამინისტროშიც და სამშენებლო კომპანიაშიც“, – ამბობს ახალციხის პირველი სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური.

სტადიონის შემოღობვა დასრულებულია, ჟუჟუნა გოგოლაურის განმარტებით ახლა მშენებლები ძირს დასხმული ბეტონის გაშრობას ელოდებიან, შემდეგ კი ხელოვნურ საფარს დააგებენ: “მომავალ კვირაში დაასრულებენ, მარტო მწვანე საფარია დასაგები და ფარებია დასამაგრებელი”.

შეგახსენებთ, რომ პირველ სკოლაში ეზოსა და სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სამშენებლო კომპანია “სამმართველო N2” ასრულებს.

სკოლის მასწავლებლების პროტესტი კი სტადიონის ფართობის შემცირებამ გამოიწვია, ამის გამო სამუშაოები რამდნეიმე დღით შეჩერებულიც იყო. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ და სპორტული მოედნის ზომა 15 X 30 იქნება.