ბათუმში ვაჟა-ფშაველასა და ბესიკის ქუჩების კვეთაზე მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ახალი სერვისცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
“უკვე დავიწყეთ სერვისცენტრების მშენებლობა ადმინისტრაციულ ერთეულებში. მათი დანიშნულებაა, მოქალაქეებმა ადგილზე მიიღონ ყველა ტიპის მომსახურება, რისთვისაც ადრე ისინი მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს მიმართავდნენ. სერვისცენტრების მიზანია მოსახლეობის მომსახურების პროცესში ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება, სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდება. ეს გულისხმობს “ერთი ფანჯრის“ პრინციპის ამოქმედებას” – განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.
მერიის ინფორმაციი, სერვისცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2019 წლის იანვარში დასრულდება.