სამგორის რაიონში 9 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, თბილისის გამგეობებიდან ყველაზე მეტი, 13 460 472 ლარი დაიხარჯა.
გამგეობის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 104 658 კვ.მ ფართობზე; ახალი სკვერი 17 მისამართზე, სპორტული მოედანი 16 მისამართზე,ფანჩატურები 13 მისამართზე, ხოლო, ფიტნეს ტრენაჟორები 20 მისამართზე მოეწყო; ჩატარდა 13 სპორტული და კულტურული ღონისძიება. ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციები 39 მისამართზე, ლიფტი კი 8 მისამართზე რეაბილიტირდა; განახლდა 33 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი, მოეწყო 4 საყრდენი კედელი და 4 მოაჯირი; ამასთან, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 115 პროექტი განხორციელდა; ხოლო, საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 9 მისამართზე მცხოვრებ 51 ოჯახს;