საბურთალოს რაიოში 9 თვეში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 11 მილიონზე მეტი დაიხარჯა

666

საბურთალოს რაიოში 9 თვეში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 11 439 774 ლარი დაიხარჯა.

გამგეობის ცნობით,  საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 72 346 კვ.მ ფართობზე; 7 მისამართზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი; რეაბილიტაირდა 16 სკვერი, 9 საბავშვო გასართობი და 10 სპორტულ მოედანი;  ამასთან, 5 მისამართზე მოეწყო საყრდენი კედელი, ხოლო,  10 მისამართზე – ფიტნეს ზონა; ასევე,  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 72 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა; 150 მისამართზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და გაიმართა 15 კულტურული და სპორტული ღონისძიება; 74 ავტოფარეხს ჩაუტარდა დემონტაჟი. სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები  კი 112 მისამართზე განხორციელდა;