ვაკის რაიონში 9 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯა

827

ვაკის რაიონში 9 თვის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 9 701 897 ლარი დაიხარჯა.

ვაკის რაიონის გამგეობა 9 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტების სიას აქვეყნებს. მათი ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა 74 039კვ.მ ფართობზე განახლდა; რეაბილიტირდა 10 სკვერი და შიდა ეზო, გამწვანების სამუშაოები ჩატარდა 162 მისამართზე; მოეწყო 6 ფიტნეს ზონა; განხორციელდა 7 სპორტული მოედანი; რეაბილიტირდა სანიაღვრე სისტემა 2 მისამართზე; 7 მისამართზე აშენდა გრუნტის დამჭერი კედელი; ამასთან, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 106 პროექტი განხორციელდა და ჩატარდა 7 კულტურული და სპორტული ღონისძიება.