ისნის რაიონში 9 თვის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 814 655 ლარი დაიხარჯა.
ისნის რაიონის გამგეობა 9 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტების სიას აქვეყნებს. მათი ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები 78 435 კვ.მ ფართობზე განხორციელდა; მიწისქვეშა კომუნიკაციებს რეაბილიტაცია 10 მისამართზე ჩაუტარდა; ამასთან, 5 მისამართზე ცხაურის ტიპის 81 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა; მოეწყო მრავალფუნქციური ღია ქართული საჭიდაო არენა, 8 მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, 3 ახალი სკვერიმ 6 ფიტნეს ზონა და 5 საყრდენი კედელი; რეაბილიტირდა 25 საბავშვო გასართობი მოედანი; გამწვანების სამუშაოები 528 მისამართზე ჩატარდა და გაიმართა გამწვანების 7 აქცია; ამასთან, სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 120 მისამართზე განხორციელდა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 42 პროექტი განხორციელდა; ასევე, 10 სპორტული ღონისძიება გაიმართა და საცხოვრებელი ფართი 5 მისამართზე მცხოვრებ 42 ოჯახს დაუკანონდა.