კრწანისის რაიონში 9 თვის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 7 542 898 ლარი დაიხარჯა

604

კრწანისის რაიონში 9 თვის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 7 542 898 ლარი დაიხარჯა.

კრწანისის რაიონის გამგეობა 9 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტების სიას აქვეყნებს. მათი ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა 34 270,52 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; 9 მისამართზე მოეწყო სკვერი; სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის ჩატარდა 14 მისამართზე; 3 მისამართზე დამონტაჟდა ფიტნეს ტრენაჟორები; მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 7 საბავშვო გასართობ მოედანს; გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო 5 მისამართზე; შენობა-ნაგებობების წინმსწრებ-დამზღვევი ღონისძიებები ჩატარდა 50 ისამართზე; მოაჯირები მოეწყო 5 მისამართზე; მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა 7 მისამართზე; გამწვანების სამუშაოები განხორციელდა 650 მისამართზე; ჩატარდა 7 სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა 24 პროექტი; 4 ავტოფარეხს ჩაუტარდა დემონტაჟი; კრწანისის რაიონის გამგეობა სოციალური კუთხით, ჯამში 8 804 ბენეფიციარს დაეხმარა, ხოლო, სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა 65 მისამართზე;