ცესკოს 512 საარჩევნო უბნის მონაცემებით, ზურაბიშვილს 40.05%, ვაშაძეს 37.93% აქვს. ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. დათვლილი 512 უბანი უბნების საერთო რაოდენობის 13.82%-ს შეადგენს.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ოფიციალური მონაცემებით, დავით ბაქრაძემ 10.83%, შალვა ნათელაშვილმა 4.16%, ზურაბ ჯაფარიძემ 1.61%, დავით უსუფაშვილმა 1.54%, კახა კუკავამ 1.19%, ხოლო ყველა სხვა კანდიდატმა ერთად 2.59% მოაგროვეს.
ამ დროის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის მეორე ტური გაიმართება.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტური საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირაში უნდა ჩატარდეს.