სამგორში #56-ე უბანთან, ეზოში მობილიზებულნი არიან კოორდინატორები, რომლებიც სავარაუდოდ
სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, – ამის შესახებ საიას გამგეობის თავმჯდომარემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საია-ს დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ხმის მიცემის შემდგომ, უბნიდან გასული ამომრჩეველი მივიდა კოორდინატორებთან და აჩვენა მობილური ტელეფონი (სავარაუდოდ ტელეფონში არსებული ფოტო), რის შემდგომ მას კოორდინატორმა სავარაუდოდ თანხა გადასცა. აღნიშნული ფაქტები შეიცავს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ნიშნებს.
გარდა ამისა, საიას იფორმაციით, ვაკის #13 უბნის გარეთ დილიდან დგას ჯიპის მარკის ავტომანქანა MM778GG, რომელსაც უბნიდან გასული ამომრჩეველი აკითხავს.
მარნეულის #59 უბანზე „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები
ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მათ ერთმანეთი დაადანაშაულეს, რომ ამომრჩევლის
აგიტაციას ეწეოდნენ. საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ამ დროისათვის სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს.
ამასთან აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამარტლის 162 პრიმა მუხლით, რაც
გულისხმობს კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე
ტერიტორიაზე ძალადობა ან ძალადობის მუქარას.
საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან დაუდგენელი
პირები და ახორციელებენ უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას (ნაძალადევის #3, #4, #8, #9, #10,
დიდუბის #14, #20, #21, #22, #34, #35, #36, სამგორის #56, ჩუღურეთის #14, #26, #31, ისნის #9 და #10,
საბურთალოს #81, ოზურგეთის #3, #5, #47, #55, #50 უბნები, ჩხოროწყუს #8, #18, ფოთის #1, #2, #4, #10, #15,
#20, #28, #30 ზუგდიდის #50, #59, #107, ბათუმის #28, #40, #41, #59, #102, ხელვაჩაურის #35, ქობულეთის #1).