ხობის სოფელ ბიაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო

930

ხობის მუნიციპალიტეტში ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთზე (კმ5+ 00 -კმ 10+ 300), გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად გზის საფარის მოწყობა ასფალტო-ბეტონით მიმდინარეობს, ამასთან, მათივე ცნობით, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები.

პროექტი რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 2,4 მილიონი ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის 22 ივნისს დასრულდება.