ლენტეხი-ბავარის გზაზე მოძრაობა აიკრძალა. აღნიშნული საავტომობილო გზის კმ14-კმ19 მონაკვეთზე, სავალ ნაწილზე, ადიდებული მდინარე გადმოვიდა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე გზის კმ20-კმ24 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი, აკრძალულია.
ხოლო, ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ1-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპოპრტის მოძრაობა თავისუფალია.