ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობისათვის იბრძოლებს

715

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას ზუგდიდის მერობისთვის ბრძოლა გადაწყვეტილი აქვს. ამის შესახებ სიჭინავამ ქალაქის მერიასთან განაცხადა, სადაც ის, მისივე თქმით, ზუგდიდის თემისა და ქალაქის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას აკვირდებოდა.

„მოვუსმენ ყველას და დავდგები იმ მხარეს, რომელიც ზუგდიდისთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება“
, – თქვა სიჭინავამ.

რაც შეეხება ქალაქისა და თემის შესაძლო გაერთიანების საკითხს, ის ამბობს, რომ ზუგდიდი თვითმმართველი ქალაქის სტატუსს იმსახურებს.

ქალაქს აქვს საკმაო პოტენციალი, რომელიც, სამწუხაროდ, გამოუყენებელია. ზუგდიდი იმაზე მეტის ღირსია, ვიდრე დღეს. ქალაქი რომ შანხაის ბაზარს დაემსგავსა, ეს არის უბედურება და არა სტატუსი. ქალღალდზე რაც უნდათ, ის დაწერონ“, – თქვა მან.

ცნობისთვის, ზუგდიდის თემისა და ქალაქის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით მერიის შენობის წინ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე თენგიზ ჯგუშია და გიზო სართანია იმყოფებოდნენ. მოგვიანებით მათ გამგეობის შენობასთან გადაინაცვლეს.

წყარო: რადიო “ათინათი”