რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე ფოთში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
მონაწილეებმა წყალმომარაგების დარგში გენდერული ასპექტების ინტეგრირების საკითხები და ამ მიმართულებით არსებული ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებებიც განიხილეს.
“კამპანიის მიზანია რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება – რამდენად აუცილებელია სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში”, – აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარეგის კომპანიაში.
კამპანია, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, ურბანული სერვისების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ამასთან, კომპანიის ცნობით, საინფორმაციო შეხვედრები ზუგდიდში, ანაკლიასა და ქუთაისში უკვე გაიმართა.