მცხეთაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

732

მცხეთაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ცენტრის მშენებლობის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, ცენტრის მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება და 2026 წელს დასრულდება.

ცენტრი აღჭურვილი იქნება უახლესი მოწყობილობებით, სენსორული ოთახებით, სხვადასხვა სახის თერაპიისთვის საჭირო ინვენტარით. ამასთან, დაკომპლექტდება პროფესიონალი კადრებისაგან, რაც საშუალებას მისცემს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს, შეექმნათ ყველანაირი პირობა ზრდისა და განვითარებისთვის. ასევე, ცენტრის ბაზაზე დაარსდება სატრენინგო სკოლა, სადაც შესაბამისი დარგის პროფესიონალები უზრუნველყოფენ ახალი სპეციალისტების მომზადების პროცესს.

სარეაბილიტაციო ცენტრი სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე ქვეყნის მასშტაბით 230 ბენეფიციარს სრულიად უფასოდ მოემსახურება.