იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჩხერეში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ინფორმაციას იმედნიუსი ავრცელებს.
ახალი ცენტრის საშუალებით მოსახლეობა 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისით ისარგებლებს. სივრცე უზრუნველყოფილია ინტერნეტით, კომპიუტერებით და ვიდეოკონფერენციის აპარატურით.
ადგილობრივები, როგორც მატერიალური სახით არსებული წიგნებით, ისე ელექტრონული ბიბლიოთეკითაც ისარგებლებენ. რაც შეეხება საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს, აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.
ამავე საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც იმუშავებს.