ვაკის რაიონის რამდენიმე მისამართზე სკვერების განახლება დასრულდა

963

ვაკის რაიონის რამდენიმე მისამართზე სკვერების განახლება დასრულდა, რომელთა შორის გამგეობის ცნობით, ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის მე-6 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერია.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, დასასვენებელ სივრცეში შესაბამისი ინფრასტრუქტურა დამონტაჟდა, მოეწყო ფანჩატური და საბავშვო მოედანი. ამასთან, სკვერში ჩატარდა გამწვანების ღონისძიებებიც. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 18 662 ლარი გამოიყო.

ასევე, ორი სკვერის კეთილმოწყობა ყიფშიძის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა.

ბაგების III კორპუსის, ჭავჭავაძის N75-ის და N49-ის, ასევე ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის მე-5 და მე-16 კორპუსების მიმდებარედ კი, სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს, რომელსაც გამგეობის დაკვეთით, შპს “ტაო“ აწარმოებს.

გამგეობის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამში, 15 სკვერისა და შიდა ეზოს რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტების ჯამური ღირებულება 485 000 ლარია.