გურჯაანი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს

992

7-9 ნოემბერს, გურჯაანში, ღვინის და ალკოჰოლიანი სასმელების ევრაზიის ქვეყნების საერთაშორისო დეგუსტაცია -კონკურსი გაიმართება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

კონკურსი სახელწოდებით “საქართველო-ღვინის სამშობლო“ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის პატრონაჟით საქართველოში პირველად ჩატარდება. კონკურსის დახურვის ცერემონიალს გურჯაანში მდებარე საწარმო “შატო ზეგაანში” უმასპინძლებს.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაძვილის თქმით, ღონისძიება ხელს შეუწყობს, როგორც ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე ქვეყნის გარეთ მის პოპულარიზაციას.

“გურჯაანი, როგორც ყველაზე მეტი ადგილწარმოშობის ღვინოსა და ყველაზე დიდი ფართობის ვენახების მფლობელი მეღვინეობა-მევენახეობის მუნიციპალიტეტი, მხარს უჭერს და მასპინძლობს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ევრაზიის ქვეყნების საერთაშორისო დეგუსტაცია – კონკურსს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება. კონკურსის დახურვის ცერემონიალს “შატო ზეგაანში” ვუმასპინძლებთ. მსგავსი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება, ხელს შეუწყეობს ქართული ღვინოების ქვეყნის გარეთ პოპულარიზაციას”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.