შენობა რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსეთის ბოლო იმპერატორის აღმზრდელობისთვის აშენდა ნგრევის პირასაა. გრაფინია ფესენკოს აგარაკს, რომელიც მახინჯაურში მდებარეობს განადგურებისგან ვერც მისი სტატუსი იცავს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
არნიშნულ შენობას უკვე 5 წელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. წინა ხელისუფლების დროს საუბრობდნენ ისტორიული შენობის გასხვისებაზე, თუმცა ახალი მეპატრონე გრაფინიას სასახლეს ამ დრომდე არ ჰყავს. შენობამ მესაკუთრე რამდენჯერმე შეიცვალა. ამჟამად იგი სახელმწიფოს საკუთრებაშია.