საკრებულოს თავმჯდომარე: გორის მერს ვერ გადააყენებენ

773

წინა სტატია

,კოტეს ვერ გადააყენებენ. როგორ არის გადასაყენებელი მერი, როცა ამომრჩეველთა 55%-მა მისცა ხმა.”- ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს” განუცხადა.

მისი თქმით, იაფფასიანი ტრიუკების წყალობით, კონკრეტული ჯგუფები ქულების დაწერას ცდილობს

“რას ერჩიან კოტე თავზარაშვილს? საკრებულოში მას ვერ გადააყენებენ. 40 დეპუტატიდან 32 დეპუტატი მხარს უჭერს. ხელმოწერებსაც კი ვერ შეაგროვებენ. დავუშვათ, 20 ათასი კაცის ხელმოწერა შეაგროვეს, საკრებულოზე მაინც ვერ მიაღწევენ შედეგს” – ამბობს რაზმაძე.

შეგახსენებთ, რომ გორის მერის გადაყენებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ითხოვენ.

ოპოზიციის გარდა კონსტანტინე თავზარადშვილის გადადგომას სამოქალაქო საზოგადოებაშიც ითხოვენ.

“გადადგეს გორის მერი – კონსტანტინე თავზარაშვილი!”, – სწორედ ამ სახელწოდებით მოამზადეს მოქალაქეებმა მანიფესტი, რომელსაც ამ ეტაპზე 1 196 ხელმოწერა აქვს.

გორის მერის იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო 17 ოქტომბერს მიიღებს.