“ნაციონალურმა მოძრაობამ” სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მათ მიერ წარდგენილი მერის იმპიჩმენტის მოთხოვნა საპროცედურო და ეთიკის კომისიამ არასამართლიანად მიიჩნია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე, ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ კონსტანტინე თავზარაშვილი თვეების განმავლობაში შპს “მარინის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა და კანონს არღვევდა.
“ჩვენ სრულად წარვუდგინეთ სასამართლოს დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი არის კანონდამრღვევი და თვეების განმავლობაში იკავებდა შპს “მარინის“ დირექტორის თანამდებობას. ასევე, იყო ამ კომპანიის მეწილე. სასამართლოს გადაწყვეტილება 17 ოქტომბერს მიიღებს და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და სასამართლო კანონიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს“, – განაცხადა ბექა ქორჩილავამ.
გორის მერის იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო 17 ოქტომბერს მიიღებს.
ოპოზიციის გარდა კონსტანტინე თავზარადშვილის გადადგომას სამოქალაქო საზოგადოებაშიც ითხოვენ.
“გადადგეს გორის მერი – კონსტანტინე თავზარაშვილი!”, – სწორედ ამ სახელწოდებით მოამზადეს მოქალაქეებმა მანიფესტი, რომელსაც ამ ეტაპზე 1 196 ხელმოწერა აქვს.