მიუხედავად იმისა, რომ ხელვაჩაურის 13 საბავშვო ბაღში ონკანიდან წყალი მოდის, ადმინისტრაცია სასმელ წყალს აღსაზრდელებისთვის მაინც ყიდულობს. ამბობენ, რომ წყალი სასმელად უვარგისია და მათ ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც აქვთ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ბაღებიდან ოთხი საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული, წყალიც მათ ნაწილს საერთო აქვთ, თუმცა აქ მოსწავლეებისთვის წყალს არავინ ყიდულობს, რადგან სკოლის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ის სასმელად ვარგისია, რისი დამადასტურებელი დოკუმენტი მათაც აქვთ.
წყლის ვარგისიანობაზე არსებობს ორი განსხვავებული დასკვნა. ამასთან, იმავე წყლის საცავით სარგებლობენ ადგილობრივები და სოფლის ამბულატორია.