ოზურგეთის მერს სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ზეწოლასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. თამუნა დუმბაძე ამბობს, რომ მერი კონსტანტინე შარაშენიძე “ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო ავიწროვებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მისი თქმით, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში 10 თვის განმავლობაში მერის დავალებით, უკვე 4-ჯერ შევიდა აუდიტის სამსახური.
საქმით პროკურატურად დაინტერესდა და აუდიტის სამსახურის უფროსი გამოკითხა. მან “იმედის კვირასთან“ დაადასტურა, რომ მერის დავალებით მოქმედებდა.
შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე შარაშენიძე მერის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა.