ისნის რაიონში 18 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, მათ შორის, 4 მისამართზე 2 ახალი სკვერი მანდელშტამის ქუჩა N26 კორპუსთან და ვაზისუბნის I მიკრორაიონის N15 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა;
გამგეობის ცნობით, ახალი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ვაზისუბნის III მიკრორაიონის, I კვარტლის N1 კორპუსთან მიმდინარეობს; სამგორის დასახლება N27 კორპუსთან კი, შიდა ეზოს მოასფალტება დასრულებულია.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ვაზისუბნის ტერიტორიაზე 14 სახვადასხვა პროექტი მიმდინარეობს. მათ შორის, იცვლება ბრტყელი სახურავი, წყალარინების ქსელს უტარდება რეაბილიტაცია, იცვლება წყალსაწრეტი მილები, 3 სადარბაზოს უტარდება, 2 მისამართზე მიმდინარეობს ლიფტის სრული რეაბილიტაცია, სადაც თანამედროვე ტიპის ლიფტები მოეწყობა.