მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში წერეთელსა და საიმერლოში მოსაცდელებს ამონტაჟებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ გაჩერებების მოწყობა კარგია, სამარშრუტო ტაქსებს კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე აღარ მოუწევთ გაჩერება. მათივე თქმით ტრანსპორტი მოუწესრიგებელი გრაფიკით დადის. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მარნეულის მერიამ 29 008 ლარი 7 ავტობუსის გაჩერების მოწყობისთვის განისაზღვრა და ტენდერი გამოაცხდა. ტენდერში მონაწილეობა გაჩერებაზე გადახურული მოსაცდელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს “საბა 2002-მა” მიიღო. მან მარნეულის მერიას 28 700 ლარი შესთავაზა.