ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ქალაქის თემთან გაერთიანების წინააღმდეგია

902

ერთ საათში ქალაქ ოზურგეთში დაიწყება საკრებულოს სხდომა, რომელზეც ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემის გაერეთიანების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას განიხილავენ.

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება არ უნდა მოხდეს, ვინაიდან მეტი ტერიტორიული დაყოფა მეტ თვითმმართველობას ნიშნავს.

Droa.ge საკრებულოს სხდომის ჩატარებამდე ნინო გოგუაძეს ესაუბრა:

-ქალბატონო ნინო, საკითხის განხილვამდ თქვენი პირადი პოზიცია რომ გვითხრათ, მომხრე ხართ გაერთიანების თუ წინააღმდეგი?

-პირადად ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, მე წინააღმდეგი ვარ გაერთიანების. დანარჩენ პოზიციას საკრებულოს წევრები თავისით იტყვან, როცა პროექტს გაეცნობიან, წაიკითხავენ და ჩამოყალიბდებიან.

არგუმენტირებიულად გვითხარით, რატომ ხართ წინააღმდეგი?

-მთავარი არგუმენტი შემიძლია  მოგიყვანოთ: მეტი მუნიციპალიტეტი, მეტი ტერიტორიული დაყოფა ნიშნავს მეტ თვითმმართველობას, ეს არის ამოსავალი წერტილი. მეტი თვითმმართველობა და მეტი ჩართულობა კი ქვეყნის მეტ განვითარებას, განვითარების უფრო მაღალ ხარისხს  ნიშნავს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამგვარი რეფორმის წინააღმდეგი ვიქნები.

-თუ გისაუბრიათ თქვე საკრებულოს წევრებთა, როგორია მათი აზრი და რა თანაფარდობაა საკითხის მომხრეების და მოწინააღმდეგეების საკრებულოში?

-ქალაქ ოზურგეთს სპეციფიკური საკრებულო ჰყავს, აქ არც ერთ პარტიას არ ჰყავს უმრავლესობა, მათ შორის, არც მმართველ პარტიას. ამიტომ საკრებულოს ყველა წევრი გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი შეხედულებისამებრ. ვიცი, რომ საკრებულოს წევრები არ მოერიდებიან საკუთარი აზრის დაფიქსირებას და, ნებისმიერ შემთხვევაში, აქ არ უნდა იგულისხმებოდეს ვინმეს და რაიმეს ზეგავლენა. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა საკუთარ აზრს დააფიქსირებს. მე პირადად არ ვაპირებ ჩარევას და საკუთარი აზრის თავსმოხვევას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რა პოზიცია ექნებათ მათ და რას შემოგვთავაზებენ. საკრებულო კოლეგიური ორგანოა არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ძალაა მმართველი; ვინ არის ოპოზიციაში. მთავარია კოლეგიურ ორგანოში ყველამ ინდივიდუალურად  მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ეს  გადაწყვეტილება იქნება უმრავლესობის აზრი, ეს შემდეგ აისახება. პირადად ჩემი გადაწყვეტილება უკვე გითხარით, ამ საკითხს მხარს არ დავუჭერ.